top of page

 

 

 

29 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტმა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორს და წამყვანს, აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორს გოჩა ტყეშელაშვილს უმასპინძლა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა სტუმარს კულტურისა და განათლების სფეროში მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, ისტორიულ ძეგლებზე, სპორტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ, სადაც ყურადღება გამახვილდა „ეტალონთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 
ქ. ხობის კულტურის სახლში მედიაპროექტის „ეტალონის“ ავტორი სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, ქვეყანაში სოციალურ-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებეზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის მოტივირება და პედაგოგების წახალისება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. წამყვანმა შეკრებილ საზოგადოებას გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და აქტიური მოსწავლეები „ეტალონის“ კითხვების კრებულით დაასაჩუქრა.
გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ახალი საიტის www.etanewe.ge - ს შესახებ ისაუბრა და მოსწავლეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა დაწერონ ნარკვევი: „ცნობილი ადამიანები“, „ისტორიული ძეგლები“ და „შთამბეჭდავი ფოტოები“, რომელიც ზემოთ აღნიშნულ საიტზე განთავსდება, საუკეთესო ნარკვევის ავტორი კი დასაჩუქრდება. 
შეხვედრაზე „პრივატბანკის“ წარმომადგენელმა „პრივატბანკის“ ახალი პროექტ „იუნიორ ბანკზე“ ისაუბრა.

 

 

bottom of page